Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: სოფელ სანავარდოსთან ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე უპილოტო საფრენი ორი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო
ღონისძიებები",- ნათქვამია შსს-ს განცახდებაში.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.

როგორც რადიო თავისუფლებას კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში (სანავარდო კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის) მერის წარმომადგენელმა მაია მედოიძემ განუცხადა, სოფელში მიწისძვრის ეფექტით სახლები შეზანზარდ, გარეთ გამოსულებმა კი სოფელთან ახლოს ცაზე კვამლი შენიშნეს.

„მე ვერ გეტყვით ეს ჭურვია თუ რა არის. ამას სპეციალიტები დაადგენენ, რომლებიც ადგილზე მუშობენ“

საფრენი აპარატის ჩამოვრდის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, ფოტოები ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფეისბუკის გვერდზე ატვირთა.

შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG