Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიები მოქმედებები მიმდინარეობს ორ სოფელში სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა


სოფელი კუჭატანი
სოფელი კუჭატანი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანთან ახლოს, იქ სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფებიან როგორც ადგილობრივი პოლიციელები, ისე შს სამინისტროს თელავის სამმართველოს წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მედიის წარმომადგებლებს არ უშვებენ. ადგილამდე მისავლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი.

ადგილზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ საექსპერტო სამუშაოები შესაძლოა, დილამდე გაგრძელდეს.

სოფელ კუჭატანში ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ დღეს საღამოს ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რომელსაც მიწისძვრის ეფექტი ჰქონდა. სახლიდან გარეთ გამოსულებმა ჯი რამდენიმე წუთში გაარკვიეს, რომ ვენახებში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა.

ადგილობრივი მოსახლეობას უჭირს მომხდარის მიზეზებზე საუბარი.

აღსანიშნავია, რომ დღეს 15 წუთის ინტერვალით, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოშიც. კუჭატნის მსგავსად ამ წუთებში უდაბნოშიც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მართალია, საფრენი აპატარების ჩამოვარდნა დაადასტურა შს სამინისტრომ, თუმცა უწყებამ ამ დრომდე არ გაუკეთებია განცხადება, ვის ეკუთვნოდა ეს აპარატები და რა გახდა მათი ჩამოვარდნის მიზეზი.

XS
SM
MD
LG