Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბანკები მზად არიან სესხები გადაუვადონ საოჯახო სასტუმროებს, აცხადებს ნათია თურნავა


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს, მათი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით საბანკო სესხები გადაუვადდებათ, ამის თაობაზე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ გადაწყეტილებაზე გუშინ საბანკო სფეროს წარომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს, გვქონდა ონლაინ შეხვედრა, წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებელთან და მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგჯერ მოხდეს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის და მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან თითეულ შემთხვევაში არის სხვადასხვა გარემოება, მთლიანობაში არის მზაობა, როდესაც მათ მიმართავენ მცირე საოჯახო სასტუმროები, საშუალო ზომის სასტუმროები, მზადარიან კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი სიტყვებით, ხელისუფლებას ესმის, რომ პანდემიის გამო ყველა მცირე საოჯახო სასტუმროს უდგას პრობლემა "ადგილობრივი ტურიზმის გახსნის და დაშვების წყალობით მეტ-ნაკლებად ჩატარდა ზაფხულის სეზონი და ამან გარკვეული შვება მიანიჭა ჩვენ ტურიზმს", მაგრამ, მისი თქმით, ეს არი არის საკმარისი, ვინაიდან პანდემია გრძელდება და რჩება პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში.

აჭარაში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა სექტემბერში რამდენიმე აცია გამართეს, ისინი სახელმწიფოს სთხოვდენენ ეშუამდგომლათ ბანკებთან სესხის ერთი წლით გადავადების თაობაზე, ისინი საპროცენტო განაკვეთის სრულ სუბსიდირებასაც მოითხოვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG