Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და ბრიტანეთმა პარტნიორობისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ლონდონი, 2020 წ. 8 ოქტომბერი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ლონდონი, 2020 წ. 8 ოქტომბერი.

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა 8 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას პოლიტიკური თანამშრომლობის, თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამის თაობაზე განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ.

„ეს-ეს არის, შედგა ისტორიული შეთანხმების ხელმოწერა თავისუფალი ვაჭრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის,“ განაცხადა კულებამ ფეისბუკში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსიკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

7 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ტარანმა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტი 7-8 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დიდ ბრიტანეთში.

ზელენსკიმ 7 ოქტომბერს ასევე მოინახულა სამეფო სამხედრო-საზღვაო ბაზა ქალაქ პორტსმუთში, სადაც დაათვალიერა ავიამზიდი Prince of Wales-ი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG