Accessibility links

საქართველოს კოვიდ-ცენტრებში პაციენტების გარდაცვალების 6 შემთხვევა სამ რეგიონში დაფიქსირდა


COVID-19-ით ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 6 ადამიანი აჭარის, იმერეთის და შიდა ქართლის კოვიდ-ცენტრების პაციენტები იყვნენ. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ მედიას უთხრა, რომ პაციენტების გადარჩენა მძიმე თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.

„ერთი გახალავთ გორში, 58 წლის ქალბატონი, ბათუმში არის 68 წლის პაციენტი, ქობულეთში 55 და 61 წლის ქალბატონები და ქუთაისში 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები და ორმხრივი მძიმე პნევმონია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტის გარდაცვალება დღეს დილით დადასტურდა. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 72 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG