Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილისი ცენტრალი" კორონავირუსის შემთხვევების გამო რამდენიმე დღით დაიხურა


თბილისის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი" დღეს დილიდან დახურულია. სავაჭრო ცენტრში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო ახლა სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, ბოლო რამდენიმე დღეში მათ ტერიტორიაზე განთავსებულ "ოქროს ბირჟაზე" ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. სავაჭრო ცენტრი მუშაობის განახლებას ორშაბათიდან, 12 ოქტომბრიდან გეგმავს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში თბილისში რეკორდული, 179 კორონავირუსით ინფიცირებული გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანაში რეგისტრირებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 10 752-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG