Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. მთიან ყარაბაღში მყოფი საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტების ცნობით დილით დაბომბვის ხმები ჯერ კიდევ ისმოდა, ბოლო ვადის გასვლის შემდეგ კი სიჩუმეა.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ჩატარებული შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ. 10 საათიანი შეხვედრის ბოლოს გაკეთდა ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიზანი ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და ცხედრების გაცვლაა.

ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG