Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სახლში ვიზიტს გასაყიდად ჯავშნიდნენ, ამიტომ, ორშაბათიდან, დაჯავშნის წესი შეიცვლება


იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ გამოავლინეს იუსტიციის სახლში დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების არაერთი შემთხვევა. რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა, შემდეგ კი ჯავშანს იუსტიციის სახლთან ჯავშნის გარეშე მისულ მოქალაქეებს მიჰყიდდა.

უკვე რამდენიმე დღეა, ციფრული მმართველობის სააგენტო მუშაობს პროგრამულ განახლებაზე და ორშაბათიდან მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენციის მიზნით პორტალ my.gov.ge-ზე დაჯავშნის წესში პროგრამული ცვლილება განხორციელდება, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ახალი პროგრამული ცვლილებით კეთილსინდისიერი მომხმარებლისთვის არაფერი იცვლება - ის იმავე პროცედურას გაივლის ჯავშნის გასაკეთებლად. ახალი სისტემით სერვისის დაჯავშნისას ერთ ადამიანზე მხოლოდ ერთი საიდენტიფიკაციო კოდი შეიქმნება და, შესაბამისად, მისი გამოყენება მხოლოდ მას შეეძლება.

პროგრამული ცვლილებები ორშაბათიდან ამოქმედდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG