Accessibility links

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სკოპიეში ივარჯიშა


საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან 11 ოქტომბერს გამართული მატჩის შემდეგ პოლონეთიდან მაკედონიაში გაემგზავრა და იქაურ ნაკრებთან სათამაშოდ ემზადება. 14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მეოთხე ტურში, C დივიზიონის ცენტრალური შეხვედრა სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება იქნება, რადგან ხუთ-ხუთი ქულით ეს ნაკრებები არიან ჯგუფის ლიდერები.

ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა სკოპიეში უკვე ივარჯიშა. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ხვალ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია და ჯაბა კანკავა. სლოვაკი სპეციალისტის განკარგულებაში ოცდასამი ფეხბურთელი დარჩა:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე („ალმერია“, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე („საბურთალო“, თბილისი);

მცველები: გია გრიგალავა („არსენალი“, რუსეთი), სოლომონ კვირკველია („როტორი“, რუსეთი), ნიკა მალი („საბურთალო“, საქართველო), ჯიმი ტაბიძე („უფა“, რუსეთი), ლაშა დვალი („ფერენცვაროში“, უნგრეთი), მამუკა კობახიძე („დინამო“, ბათუმი), გიორგი ნავალოვსკი („დინამო“, ბათუმი);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ტობოლი“, კუსტანაი), მურთაზ დაუშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ლევან შენგელია („კონიასპორი“, თურქეთი), საბა ლობჟანიძე („ანკარაგუჯუ“, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია („რუბინი“, რუსეთი), ვაკო გვილია („ლეგია“, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური („დინამო“, ბათუმი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („ანორთოსისი“, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი („ანორთოსისი“, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე“, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე („კაისარი“, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა („ლეხი“, პოლონეთი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG