Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დამსწრეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ


ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შესვლის მსურველებს სიცხეს გაუზომავენ, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თერმოსკრინინგის გარდა, აუცილებელია ასევე სვეტიცხოველში მისულ ყველა პირს ეკეთოს პირბადე და დაიცვან ერთმანეთს შორის დისტანცია.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ა.წ. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად აღარ იქნება საჭირო მანქანის საშვები.

14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა-სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაულის აღნიშვნა 1991 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო. მცხეთობა ოფიციალურ უქმე დღედაა გამოცხადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG