Accessibility links

logo-print logo-print

შსს: დაკავებულია პოლიტიკური პარტიის წევრზე ძალადობაში ბრალდებული


ქუთაისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელმაც 13 ოქტომბერს, ქუთაისის რუსთაველის გამზირზე “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს”. ეს ინფორმაცია დღეს, 14 ოქტომბერს გაავრცელა საქართველოს შსს-მ.

ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული თ.ყ. მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაში მითითებული არ არის, რომელი პარტიის წევრს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

13 ოქტომბერს ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის შტაბის წევრს, პაატა კიკაბიძეს. ეს ინფორმაცია თავად ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG