Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს აშშ-ის მოწოდებას, ვადის ამოწურვამდე "გაყინოს" ატომური იარაღის ხელშეკრულება


მარშალ ბილინგსლი, აშშ-ის წარმომადგენელი იარაღის კონტროლის საკითხებში
მარშალ ბილინგსლი, აშშ-ის წარმომადგენელი იარაღის კონტროლის საკითხებში

აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ იარაღის კონტროლის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე, რითიც კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება მათი უკანასკნელი ორმხრივი ბირთვული ხელშეკრულების ბედი, რამდენიმე თვით ადრე მისი ვადის ამოწურვამდე.

იარაღის კონტროლის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, მარშალ ბილინგსლიმ 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა "პრინციპში მიაღწიეს შეთანხმებას", START-ის ახალ ხელშეკრულებას ვადა განუსაზღვრელი პერიოდით გაუგრძელდეს. 2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ზღუდავს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს და მას ვადა თებერვალში გასდის, თუმცა შესაძლებელია მისი ხუთი წლით გახანგრძლივება.

ბილინგსლიმ გასულ კვირაში შეწყვიტა აზიაში ვიზიტი და ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ჩავიდა, მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან, განწყობით, რომ ორმა მხარემ მიაღწია კომპრომისულ გარღვევას. "ჩვენ გვსურს გარკვეული დროით გავახანგრძლივოთ ახალი START-ის ხელშეკრულება, თუკი ისინი, თავის მხრივ, დათანხმდებიან თავიანთი ატომური არსენალის შეზღუდვას - გაყინვას", - თქვა ბილინგსლიმ 13 ოქტომბერს ორგანიზაცია Heritage Foundation-ში, რომელიც ვაშინგტონში განთავსებული კონსერვატიული ორიენტაციის ანალიტიკური ცენტრია. "ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპში არსებობს შეთანხმება ჩვენი ორი მთავრობის უმაღლესი ეშელონების დონეზე", - დასძინა მან.

ბილინგსლის თქმით, გაყინვა შეეხება მოკლე რადიუსის ტაქტიკური ბირთვული იარაღის სისტემებს - რომლებსაც START-ის ახალი ხელშეკრულება არ მოიცავს.

მაგრამ რიაბკოვმა გადაჭრით უარყო ბირთვული არსენალის შეზღუდვის შესაძლებლობა და ამას "მიუღებელი" წინადადება უწოდა. მისი თქმით, აშშ-ის 3 ნოემბრის არჩევნებამდე მოსკოვი არ დათანხმდება START-ის ახალი ხელშეკრულების რაიმე ფორმით გახანგრძლივებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG