Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მაკედონიასთან თამაშის წინ ოქრიაშვილიც გამოაკლდა


თორნიკე ოქრიაშვილი

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, მაკედონიის ნაკრებთან დღეს გასამართ მატჩში, გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიას, ოთარ კაკაბაძის, გიორგი აბურჯანიასა და ჯაბა კანკავას გარდა, კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე დააკლდება. უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მეოთხე ტურში, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მინდორზე ერთ-ერთი ლიდერის - თორნიკე ოქრიაშვილის გარეშე გავა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, მიზეზი ოქრიაშვილის მცირე ტრავმაა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ერთა ლიგის C დივიზიონში, სამი ტურის შემდეგ, ხუთ-ხუთი ქულით ჯგუფის ლიდერები არიან და სკოპიეში დღეს გასამართი შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი ფასი აქვს, თუმცა ამაზე გაცილებით მნიშვნელოვანი დაპირისპირება ერთ თვეში ელით - 12 ნოემბერს, თბილისის „დინამო არენაზე“, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ითამაშებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG