Accessibility links

site logo site logo

მთელ ევროპაში კვლავ აწესებენ აკრძალვებს, რათა წინ აღუდგნენ კორონავირუსის გავრცელებას


ცარიელი რესტორანი პრაღის ცენტრში.

საფრანგეთი კომენდანტის საათს აწესებს კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის ფარგლებში.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა, რომ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მოსახლეობა არ უნდა გავიდეს ქუჩებში. გადაწყვეტილება ეხება პარიზს და კიდევ რვა ქალაქს, სადაც COVID-19-ის სწრაფი გავრცელების შეკავებაა საჭირო. ეს ქალაქებია: მარსელი, ლიონი, ლილი, ექს-ან-პროვანსი, რუანი, ტულუზა, გრენობლი და მონპელიე.

კომენდანტის საათი შაბათს ამოქმედდება. ჯერჯერობით ეს ზომა ოთხი კვირითაა გათვალისწინებული. ამავე დროს ცხადდება საგანგებო ვითარება ჯანდაცვის სფეროში. სკოლები გააგრძელებენ მუშაობას. რეგიონებში შესაძლებელია დღის სინათლისას მოგზაურობა.

ოთხშაბათს საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 30 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობები მთელს ევროპაში კვლავ აწესებენ აკრძალვებს, რათა წინ აღუდგნენ ინფექციის გავრცელებას. მკაცრი აკრძალვები ამოქმედდა ნიდერლანდში, სადაც დაიხურა კაფეები, ბარები და რესტორნები. კვების სფეროში მომუშავე დაწესებულებებს მხოლოდ თან წასაღებად შეეძლებათ კერძების გაყიდვა.

ესპანეთის კატალონიის რეგიონში 15 ოქტომბრიდან ორი კვირით იხურება ბარები და რესტორნები.

ჩეხეთში, სადაც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 100 ათას მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა, სკოლები კვლავ დაუბრუნდნენ დისტანციურ სწავლებას. დაიხურა ბარები და რესტორნები. ჩეხეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპები სექტემბრის დასაწყისიდან დაჩქარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG