Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა დაგმო ოკუპირებულ ყირიმში მცხოვრებთა ძალდატანებით ჯარში გაწვევა


სტანოს თქმით, ევროკავშირი „არ აღიარებს და არც მომავალში აღიარებს“ ანექსიას.
სტანოს თქმით, ევროკავშირი „არ აღიარებს და არც მომავალში აღიარებს“ ანექსიას.

ევროპის კავშირმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის რეგიონში მცხოვრებთა ძალდატანებით გაწვევა ჯარში და მოსკოვს მოუწოდა, ნახევარკუნძულზე „შეწყვიტოს საერთაშორისო კანონების დარღვევა“.

„ესაა ნაწილი მიმდინარე მცდელობისა, ძირი გამოუთხაროს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ძალით მოახდინოს უკანონოდ ანექსირებული ყირიმისა და სევასტოპოლის ინტეგრირება რუსეთის შემადგენლობაში,“ განაცხადა 15 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა პეტერ სტანომ.

სტანოს თქმით, ევროკავშირი „არ აღიარებს და არც მომავალში აღიარებს“ ანექსიას და მოელის, რომ რუსეთი „შეწყვეტს საერთაშორისო სამართლის ყოველგვარ დარღვევას“ ყირიმში.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და ხელში ჩაიგდო ის. ამავე დროს ის ეხმარება აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს დონბასის რეგინში, სადაც მიმდინარე კონფლიქტში 13200-მდე ადამიანი დაიღუპა.

ევროკავშირმა სანქციების რამდენიმე წყება დაუწესა რუსეთის კერძო და იურიდიულ პირებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფაში არიან ბრალდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG