Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა და კიდევ 4 პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა.

შტაბის ინფორმაციით, 72-დან 82 წლამდე ასაკის გარდაცვლილი პაციენტების - ერთი ქალის და სამი მამაკაცის მდგომარეობა მძიმე იყო.

აპრილიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 2579 შემთხვევა, მათგან 1167 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 27 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG