Accessibility links

site logo site logo

საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა


საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 11 პაციენტი. ეს ეპიდემიის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 124-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG