Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს გადაეცა


სოორონბაი ჟეენბეკოვი ტოვებს ოფისს
სოორონბაი ჟეენბეკოვი ტოვებს ოფისს

ყირგიზეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დადგენილებას ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრისათვის ორ დღეში მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა სადირ ჯაფაროვი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად აირჩიეს.

ეს ნაბიჯი ემსახურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მოსახლეობას თანამდებობიდან გადადგომას დაჰპირდა მას მერე, რაც 5 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში მასობრივი გამოსვლები და არეულობა დაიწყო.

შეტაკების დროს დაშავდა ათასზე მეტი ადამიანი.

"მშვიდობა და ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობა", - განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

ყირგიზეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა სადირ ჯაფაროვი. 16 ოქტომბერს პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ჯაფაროვმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში გაიმართება არაუგვიანეს 10 იანვრისა.

XS
SM
MD
LG