Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ მისცემს ხმას 2020 წლის არჩევნებზე ციხიდან


წელსაც, გასული არჩევნების მსგავსად, მსჯავრდებულების უმრავლესობასა და ბრალდებულებს უფლება ექნებათ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ციხეში ამომრჩეველთა სიას არჩევნებამდე მინიმუმ 6 დღით ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელები ცესკოს უგზავნიან.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, იმ პატიმართა ზუსტი რაოდენობა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, ჯერ არ არის განსაზღვრული, ვინაიდან პატიმრების რაოდენობა მუდმივად იცვლება", - განუცხადეს პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას.

ამ სიაში ვერ მოხვდებიან ის პირები, რომლებიც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიან. მაჟორიტარის არჩევა შეეძლება მხოლოდ იმ ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელიც იმავე უბანში განთავსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც ის დაკავებამდე იყო რეგისტრირებული.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ციხეებში ჯამში 10 საარჩევნო უბანია შექმნილი, #8 (2 საარჩევნო უბანი), #12-#16 დაწესებულებები (1 საარჩევნო უბანი), #17 (1 უბანი), #5-#6 დაწესებულებები (1 საარჩევნო უბანი), #15 (1 საარჩევნო უბანი), #10 (1 საარჩევნო უბანი), #14 (1 საარჩევნო უბანი), #2 (1 საარჩევნო უბანი) და #3 (ერთი საარჩევნო უბანი) დაწესებულებები.

ციხეში გახსნილ საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლად შესვლის მსურველები ვალდებული არიან, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 29 ოქტომბერს ჩაიტარონ PCR ტესტი კორონავირუსზე. მათ ასევე მოეთხოვებათ, რომ 18 ოქტომბრის 10 საათიდან კარანტინში იყვნენ. თუ არჩევნების დღეს დამკვირვებელი კენჭისყრის ადგილს დატოვებს, ის უკან ვეღარ დაბრუნდება.

XS
SM
MD
LG