Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 105 დაინფიცირებული - ჩეხეთში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა


ჩეხეთის ხელისუფლების ცნობით, კორონავირუსის გავრცელებამ ახალ პიკს მიაღწია. ქვეყანაში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 11 105 დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში დაინფიცრდა 160 112 კაცი, დღეისათვის აქტიურია 92 736 შემთხვევა.
საშიში ვირუსის შედეგად გარდაიცვალა 1283 პაციენტი.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩეხეთის მთავრობამ გასულ კვირაში გაამკაცრა საკარანტინო ზომები.

12 ოქტომბრიდან დაიხურა ყველა სპორტდარბაზი, კინოთეატრი, მუზეუმი და გალერეა.

14 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატა რესტორნები, ბარები და კლუბები.

თუმცა რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობენ შეზღუდულად. კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ და თან წაიღონ საჭმელი, ან ისარგებლონ მიტანის სამსახურებით.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, 2 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა საბავშვო ბაღებისა. იზღუდება ღია სივრცეში ექვს კაცზე მეტის შეკრება და ალკოჰოლის მოხმარება.

ყველა სახის ტრანსპორტში მგზავრები ვალდებული არიან, ატარონ სანიტარიული პირბადეები.

რთული ეპიდვითარების გამო ჩეხეთიდან მგზავრების მიღება აკრძალეს ნიდერლანდმა, დანიამ, ბელგიამ, კვიპროსმა და რუმინეთმა. ავსტრიაში, გერმანიასა და სლოვაკეთში გამგზავრებამდე ჩეხეთის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ შემოწმება და დარწმუნდნენ, რომ არ არიან კორონავირუსით დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG