Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში ასობით ადამიანი გამოვიდა ყოველდღიურ საპროტესტო აქციაზე


ხაბაროვსკში, სადაც ზედიზედ 99 დღეა იმართება საპროტესტო აქციები, დღეს რამდენიმე ასეული მოქალაქე კვლავ გამოვიდა ქუჩაში ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად.

ორი კვირის წინ ტრადიციული მშვიდობიანი მსვლელობა სასტიკად დაშალა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა.


17 ოქტომბერს დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ ხაბაროვსკის საოლქო ხელისუფლების შენობის წინ. ისინი უნდობლობას უცხადებდნენ ამჟამინდელ გუბერნატორს, მიხაილ დეგტიარიოვს და ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

გამოსვლები ხაბაროვსკში უკვე სამი თვეა გრძელდება. დემონსტრანტები მოითხოვენ სერგეი ფურგალის საქმის სამართლიან განხილვას.

ოლქის ყოფილი გუბერნატორი ივლისში დააპატიმრეს ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.

ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად მიიჩნევენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG