Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე საფრანგეთში 9 პირი დააკავეს


პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებული ტერორისტის მიერ მასწავლებლის თავის მოკვეთის საქმეზე პოლიციამ 9 კაცი დააკავა. ორი მათგანი ერთ-ერთი მოწაფის მშობლები არიან. დაკავებულთა შორის არიან ასევე, დანაშაულში ეჭვმიტანილთან დაახლოებული პირები.


სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, თავდამსხმელი აღმოჩნდა რუსეთიდან გადასახლებული 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის, შურისძიების მიზნით მოკლა მასწავლებელი.

ეჭვმიტანილი თავდამსხმელი წუხელ პოლიციამ დაკავების დროს მოკლა.

მანამდე მან მოასწრო თავის ტვიტერში მოკლული მასწავლებლის სურათის განთავსება და პასუხისმგებლობა აიღო მომხდარ დანაშაულზე, რომელმაც შეძრა საფრანგეთი.

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს უწოდა „ისლამისტური ტერორისტული თავდასხმა“.

პოლიციაში წყარო იტყობინება, რომ მასწავლებელმა ბავშვებს უჩვენა წინასწარმეტყველ მოჰამედის კარიკატურა, რასაც ზოგიერთი მაჰმადიანი მკრეხელობად მიიჩნევს.

საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა ტვიტერით დაწერა, რომ „დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა თვით რესპუბლიკაზე მისი ერთ-ერთი მსახურის, მასწავლებლის საშინელი მკვლელობით“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG