Accessibility links

მართვით სუნთქვაზეა 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი


პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება 15 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, არასრულწლოვანი გოგო ორი კვირაა სტაციონარში იმყოფება. ექიმმა არ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა პაციენტს თანმხლები დაავადებები.

„ვერაფერს ვერ გეტყვით, გეუბნებით, რომ გვყავს აპარატზე კრიტიკული პაციენტი 15 წლის. არასრულწლოვანია, ბავშვის უფლებები დაირღვევა, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ლალი ტურძელაძემ.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 958 შემთხვევა, რაც რეკორდული მაჩვენებელია და 16 ოქტომბრის მაჩვენებელზე 71-ით მეტია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 16 285 ადამიანი. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 214 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 7827. აპრილის დასაწყისიდან COVID-19-ით გარდაცვლილია 128 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 70-ზე მეტის მდგომარეობაა კრიტიკული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG