Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაწყებული სტუდენტური აქცია მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა 


17 ოქტომბერს მინსკში გაიმართა ქალებისა და სტუდენტების აქცია. რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის ცნობით, სტუდენტებმა შაბათს შუადღეს დაიწყეს შეკრება ლინგვისტურ უნივერსიტეტთან და დააპირეს მსვლელობის მოწყობა, რომელიც მილიციამ რამდენიმე წუთში დაშალა.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, მილიციამ დააკავა ოცამდე კაცი, მათ შორის არიან ჟურნალისტები.

ბელარუსში უკვე მესამე თვეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომლებიც დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკას გამოცხადების შემდეგ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ თუკი ლუკაშენკა 25 ოქტომბრამდე არ გამოაცხადებს გადადგომის შესახებ, მეორე დღეს დაიწყება დაუმორჩილებლობის კამპანია, მათ შორის, მასობრივი გაფიცვები და ქუჩების გადაკეტვა.

დღეს ციხანოუსკაიამ ქარხნების თანამშრომლებს მიმართა. მან მათ ახალი გაფიცვებისკენ მოუწოდა, ასევე ურჩია, დატოვონ პროსამთავრობო პროფკავშირები და ახალი გაერთიანებები შექმნან.

9 აგვისტოდან მოყოლებული, საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში დააკავეს 15 ათასზე მეტი ადამიანი. პატიმრობაში იმყოფება ოპოზიციის ბევრი ლიდერი და ლუკაშენკას კრიტიკოსი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG