Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში 30 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ


ირანის ხელისუფლების თანახმად, 17 ოქტომბრის სტატისტიკით, ქვეყნაში 30 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობამ მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ ირანში COVID-19-ის ვირუსმა კიდევ 253 კაცი იმსხვერპლა.

ირანში თებერვალში დაიწყო კორონავირუსის პანდემია, რომლის განმავლობაში საშიში ვირუსით დაინფიცირდა 526 000 კაცი.

ეპიდემიის მეორე ტალღის ფონზე, ირანის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ტოტალური კარანტინი. სრული ლოკდაუნი მძიმედ დააწვება ქვეყნის ეკონომიკას, რომელზეც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG