Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასპინძაში 2 წლამდე ბავშვს მანქანამ გადაუარა


ასპინძაში 2 წლამდე ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა. შემთხვევა ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის ქვეშ შემძვრალი ბავშვი მძღოლმა ვერ დაინახა და მანქანა დაძრა. ბავშვი დაიღუპა.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. იგი ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG