Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს თურქეთის რესპუბლიკაში, 16 ოქტომბერს, ხელი მოეწერა ორ მხარეს შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმებას, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით საბრძოლო გემების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ტურბინის ძრავების წარმოებას ითვალისწინებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი ასევე შეთანხმდნენ თურქეთ-უკრაინის თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, ფორმულით „ორი პლუს ორი“, რომელიც პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების რეგულარული შეხვედრების გამართვას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ერდოანმა და ზელენსკიმ ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მალე გაფორმებას.

შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი „უსიტყვოდ“ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG