Accessibility links

კორონავირუსის ზრდის ფონზე საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ძალაში შევიდა კომენდანტის საათი


იმისათვის, რომ შეაჩეროს კორონავირუსის შემდგომი ზრდა, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 17 ოქტომბრიდან პარიზსა და საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებში ამოქმედდა კომენდანტის საათი.

ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირდა 25 000 კაცი, 122 - პაციენტი გარდაიცვალა.

მიუხედავად კომენდანტის საათის მიმართ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელი შიშობს, რომ ასეთი უკიდურესი ზომა ნეგატიურად აისახება ისედაც რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე,

კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს და ოთხი კვირის მანძილზე გასტანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG