Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლაში, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა


აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანსა და სომხურ ძალებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმება, რომელიც 17 ოქტომბერს გამოცხადდა, საფრთხის ქვეშ იმყოფება. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის განახლებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს, 19 ოქტომბერს გამართოს დახურული კონსულტაციები მას მერე, რაც გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მიმართა მხარეებს, დაიცვან ზავი და დაგმო სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა.

ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გამოცხადდა 17 ოქტომბერს, მეორე ასეთი შეთანხმებაა მას მერე, რაც 27 სექტემბერს დაიწყო სასტიკი ბრძოლები, რის შედეგადაც ასეულობით სამხედრო დაიღუპა.

19 ოქტომბერს, მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები იტყობინებოდნენ, რომ აზერბაიჯანის ძალები ცეცხლს უშენენ ჩრდილოეთსა და სამხრეთში შეხების ზოლის გასწვრივ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა ძალებმა ღამის განმავლობაში ცეცხლი გაუხსნეს გერანბოის, თერთერისა და აღდაის რაიონებს, ხოლო დილით, 19 ოქტომბერს - აღჯაბედინის რაიონს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG