Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში 40 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მსოფლიოს გარშემო 40 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა. ევროპა, სადაც ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა 250,000 ადამიანს აჭარბებს, ამკაცრებს წესებს ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ინფექციის გლობალური მონაცემი იყო 40,050,902 შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი იყო 1,113,750 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ რეალური მონაცემი გაცილებით მაღალია, რადგან ქვეყნებში ტესტირების სიხშირე სხვადასხვაა, ბევრ ადამიანს სიმპტომები არ აქვს და არსებობს შიში, რომ ზოგიერთი ქვეყანა განზრახ, პოლიტიკური მიზნებით მალავს რეალურ მაჩვენებელს.

ევროპის ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევები ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 44 პროცენტით გაიზარდა, რამაც ქვეყნებს შეზღუდვების გამკაცრებისკენ უბიძგა.

პოლონეთმა 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ვარშავაში მდებარე ეროვნულ სტადიონს საველე საავადმყოფოდ გადააქცევს, რათა გაუმკლავდეს COVID-19-ით დაავადებული პაციენტების რაოდენობას.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დახურულ სივრცეში იკრძალება ექვს ადამიანზე მეტის თავშეყრა, ღია სივრცეში კი - 12-ის.

ბელგიაში ერთი თვით დაიხურა ბარები და რესტორნები, შუაღამიდან ამოქმედდა კომენდანტის საათი.

სლოვენიაში 19 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდა ეპიდემია, ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG