Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში რამდენიმე კვირაში დაიწყებენ კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივ ვაქცინაციას


რუსეთის დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ქალაქში "დეკემბერ-იანვარში" დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა მოსკოვში კიდევ ორი საველე საავადმყოფო იხსნება პაციენტების მზარდ რაოდენობასთან გასამკლავებლად.

სერგეი სობიანინი ამ განცხადებით გამოვიდა 19 ოქტომბერს, თავის ვებსაიტზე. მას არ დაუკონკრეტებია როგორ განხორციელდება მასობრივი ვაქცინაცია ქალაქში.

რუსეთმა აგვისტოში შიდამოხმარებისთვის დაამტკიცა კორონავირუსის ვაქცინა Sputnik-V, რითიც ის პირველი ქვეყანა გახდა რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა. რუსეთის განცხადებამ ეჭვები აღძრა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ვაქცინა არ იყო საკმარისად გამოცდილი. თუმცა რუსეთის ჯანდაცვის სფეროს მესვეურები ვაქცინას აქტიურად იცავენ.

მას შემდეგ რუსეთში მეორე ვაქცინაც დამტკიცდა და მესამის გამოცდა 19 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო.

რუსეთი მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა რაოდენობა იქ 1.4 მილიონს აჭარბებს. ამჟამად, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად, რუსეთშიც კორონავირუსის მეორე ტალღა აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG