Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაიამ მოუწოდა „ძალოვან სტრუქტურებს“, 25 ოქტომბრამდე გადავიდნენ „ხალხის მხარეზე“


ბელარუსის პრეზიდენტობის ექსკანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ მოუწოდა ბელარუსის „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს, რომ 25 ოქტომბრამდე „გადავიდნენ ხალხის მხარეზე“.

„თუ თქვენ არ ეთანხმებით, მაშინ არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები. სახალხო ულტიმატუმი, ესაა თქვენი შანსი, დადგეთ ხალხის მხარეზე“, - ნათქვამია ციხანოუსკაიას ტელეგრამის არხით გავრცელებულ მიმართვაში.

მიმართვაში ციხანოუსკაია აცხადებს, რომ ახალ ბელარუსს სჭირდება ძალოვანი უწყებების ახალი სისტემა. ოპოზიციის ლიდერი მოუწოდებს სამართალდამცველებს, რომ დაუკავშირდნენ ოპოზიციასა და ფონდებს, ასევე საჯაროდ განაცხადონ „საკუთარი ხალხის მხარდაჭერის“ შესახებ.

საზღვარგარეთ დევნილობაში მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, „სახალხო ულტიმატუმი“ წაუყენა ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელიც თუ 25 ოქტომბრამდე არ დატოვებს თავის პოსტს, მაშინ ბელარუსში „საერთო-სახალხო გაფიცვა“ დაიწყება.

ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ამ მოთხოვნის პასუხად, რუსეთსა და ბელარუსში ციხანოუსკაიას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ მიმართული მოწოდებების“ გამო და მასზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG