Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მზად არის, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან New START-ის ხელშეკრულებაზე


აშშ აცხადებს, რომ მზად არის, „დაუყოვნებლივ“ დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან ბირთვული იარაღის შესახებ ბოლო მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების საკითხის ბოლომდე მისაყვანად.

ეს შესაძლებლობა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა ვაშინგტონის წინადადებას, შეამციროს თავის ბირთვული არსენალი, თუ აშშ-იც გადადგამს მსგავს ნაბიჯს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას, მიღწეულ იქნას პროგრესი ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორტაგუსმა.

რამდენიმე საათით ადრე, რუსეთი გამოვიდა წინადადებით, ერთი წლით გაგრძელდეს ის შეთანხმება, რომლის ვადაც თებერვალში იწურება.

მოსკოვი აცხადებს, რომ მზად არის, აშშ-სთან ერთად აიღოს პოლიტიკური ვალდებულება, რომ გაყინავს „ბირთვული იარაღის მარაგებს იმ ვადით, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან“.

NEW START-ი, ბოლო მსხვილი ხელშეკრულებაა ბირთვული იარაღის შესახებ ორ ქვეყანას შორის, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გააფორმეს 2010 წელს. მისი მოქმედების ვადა გაისად თებერვალში იწურება.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურდა, რომ მისი მონაწილე ჩინეთიც გამხდარიყო. რუსეთი ამას არ დაეთანხმა.

XS
SM
MD
LG