Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა შექმნა უცხოეთში საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი. როგორც სამინისტრო იტყობინება, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას.

უცხოეთის საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე „არჩევნები 2020“: https://mfa.gov.ge/elections.aspx

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG