Accessibility links

საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა


გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 172-მდე გაიზარდა.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

რაც შეეხება ახალ დადასტურებულ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1351 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG