საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე პირი გარდაიცვალა. ის ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან ერთ-ერთია. ინფორმაცია მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსი 1 351 პირს დაუდასტურდა და 14 გარდაიცვალა.
- თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 21 208 ადამიანი;
- ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 337 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9 003;
- დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 172 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი