Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმისთვის სანქციები დაუწესა გრუ-ს უწყებას და ორ პირს


ევროპის კავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) უფროსს, სამმართველოს ერთ-ერთ უწყებას და მის ერთ-ერთ ოფიცერს 2015 წელს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაზე, ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერთავდასხმისთვის.

გამოაქვეყნა დასახელებული პირებისა და უწყების შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა 22 ოქტომბერს. ბლოკის თქმით, ისინი პასუხისმგებელი არიან ან კავშირი ჰქონდათ 2015 წლის აპრილსა და მაისში ბუნდესტაგის საინფორმაციო ცენტრზე კიბერთადასხმასთან.

ევროკავშირის საბჭოს თანახმად, თავდასხმის დროს სისტემის ოპერაციები რამდენიმე დღით იყო დარღვეული, მოპარულ იქნა „მნიშვნელოვანი“ მოცულობის მონაცემები, თავდასხმა შეეხო პარლამენტის რამდენიმე წევრის, ასევე კანცლერ ანგელა მერკელის ელექტრონული ფოსტის ანგარიშებს.

უწყება, რომლის წინააღმდეგაც გამოცხადდა სანქციები, არის ე.წ. სამხედრო ნაწილი 26165, რომლის ოფიცრები მონაწილეობდნენ ბუნდესტაგის წინააღმდეგ კიბერთავდასხმაში.

ხოლო პირები, რომლებსაც შეეხოთ სანქციები, არიან ამ უწყების ოფიცერი დმიტრი ბადინი, რომელიც, ევროკავშირის თანახმად, შედიოდა ჯგუფში, რომელმაც კიბერთავდასხმა განახორციელა, და გრუ-ს უფროსი იგორ კოსტიუკოვი, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება 26165-ე ნაწილის მიერ განხორციელებული თავდასხმებისთვის.

სანქციები აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG