Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დაწყებულია როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა.

თუმცა, მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მიზნობრიობას და ამ მხრივ ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილდება პანდემიისას ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ, სტუმარმასპინძლობის სექტორზე.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ გეგმავს სისტემურ „ლოკდაუნს“ და საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს. თუმცა ამას ექნება თავისი ფასი:

„როდესაც ვამბობთ, რომ სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება და იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები უნდა დავიცვათ, ეს იქნება მაღაზია, რესტორანი, სასტუმრო, ბაზრობა, ტრანსპორტი, საწარმო და კიდევ ბევრი სხვა. ეს არის ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც თქვენ შეგიძლიათ. ამის იქით არავინ არაფერს გთხოვთ, მაგრამ აქ კომპრომისი არ იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მასში ბიზნესის 25-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG