Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


მადრიდი
მადრიდი

ესპანეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23:00-დან 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.

ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობა ორი კვირითაა გამოცხადებული. ესპანეთის მთავრობა აპირებს პარლამენტს მიმართოს და ეს რეჟიმი მაისის შუა რიცხვებამდე შეინარჩუნოს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან ესპანეთი და მთლიანად ევროპა კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია.

ესპანეთი ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის იყო კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზეც, თუმცა, თუ გაზაფხულზე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 10 000 იყო, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. ამასთან, გარდაცვალების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო პანდემიის დასაწყისში.

ესპანეთში ინფიცირებულთა საერთო რიცხვი მილიონს აჭარბებს. COVID-ით გარდაცვლილია 34 700-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG