Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი თურქებს მოუწოდებს ფრანგული პროდუქტის ბოიკოტისკენ


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თანამემამულეებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ფრანგული წარმოების პროდუქტს ორ ნატოელ პარტნიორს შორის ურთიერთობის გაფუჭების ფონზე რადიკალური ისლამის მიმართ პარიზის მკაცრი პოზიციის გამო.

ერდოანის განცხადება 26 ოქტომბერს მოჰყვა ორი დღის წინანდელ, მისსავე ნათქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ფსიქიკურ შემოწმებას საჭიროებს, რის გამოც პარიზმა ანკარიდან ელჩი გაიწვია. მსგავსი განცხადება ერდოანმა გააკეთა შემდეგ დღეს და კიდევ ერთხელ, 26 ოქტომბერს. როგორც საფრანგეთში ითქვა, არ იყიდოთ თურქული ნაწარმიო, მეც მოვუწოდებ ჩემს ხალხს აქ, ნუ იყიდიან ფრანგულ პროდუქტს, თქვა ერდოანმა ტელევიზიით.

საფრანგეთი შეძრა მასწავლებელ სამუელ პატისთვის ისლამისტი ექსტრემისტის მიერ თავის მოკვეთამ 17 ოქტომბერს. ეს იყო შურისძიება სკოლაში, სიტყვის თავისუფლების გაკვეთილზე, მუსლიმთა წინასწარმეტყველის, მუჰამედის კარიკატურის ჩვენებაზე.

23 ოქტომბერს, კარიკატურები, რომლებიც თავდაპირველად გამოჩნდა სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოში“, პროეცირებულ იქნა საფრანგეთის სამთავრობო შენობებზე, რასაც ისლამურ სამყაროში აღშფოთება მოჰყვა. მაჰმადიანურ და არაბულ ქვეყნებში გაისმა მოწოდება ფრანგული პროდუქტის მიმართ ბოიკოტისკენ კარიკატურისთვის მაკრონის მხრიდან მხარდაჭერის გამო. მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „ჩვენს კარიკატურებს არ დათმობს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG