Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID - 19 დაუდასტურდა ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს


ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ორ თანამშრომელს და მათთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ახალ კორონავირუსზე გეგმურად ჩატარებული ტესტირების შედეგად ორ შემთხვევაში დადასტურდა დადებითი პასუხი.

„ხუთშაბათს აღებული სინჯების შესაბამისად დაუდასტურდა ორ თანამშრომელს. ერთი ექიმია, მეორე მედდა. სიმპტომები არ აღენიშნებოდათ. იზოლაციაში არის ეს ორი თანამშრომელი და კიდევ ორი სხვა თანამშრომელი, რომლებსაც ჰქონდათ კონტაქტი მათთან", - აცხადებს „ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

კლინიკაში კვირაში ერთხელ ხდება თანამშრომლების ტესტირება. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს შიდა გადაცემა არ არის.

26 ოქტომბრის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG