Accessibility links

რუსეთის საჰაერო იერიშს ათეულობით პირი ემსხვერპლა სირიის ჩრდილო-დასავლეთში


რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპული, ფაილაკ ალ-შამის გაერთიანების ათი მებრძოლის დასაფლავება იდლიბში

სირიის ჩრდილო-დასავლეთში,სავარაუდოდ, რუსეთის საავიაციო იერიშის შედეგად სამხედრო ბანაკზე, სადაც წვრთნას გადიან მეამბოხეები, რომლებსაც თურქეთი უჭერს მხარს, სულ მცირე 50 პირი დაიღუპა.

სირიის ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელმა, იუსეფ ჰამუდმა რუსეთი დაადანაშაულეა 26 ოქტომბრის თავდასხმაში.

სულ მცირე 78 ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა, დაახლოებით ასი დაშავდა, - ეს ცნობა გავრცელდა სირიის სამეთვალყურეო ცენტრზე დაყრდნობით. დარტყმები ავიაციამ განახორციელა ისლამისტური დაჯგუფების „ფაილაკ ალ-შამის", ბანაკზე, რომელიც იდლიბის პროვინციაშია, თურქეთის საზღვრის მახლობლად. იტყობინებიან, რომ მებრძოლთა ნაწილს, რომელმაც წვრთნა დაასრულა, ბანაკი უნდა დაეტოვებინა.

მოსკოვსა და ანკარას კომენტარი მომხდარზე არ გაუკეთებიათ. რუსეთი და თურქეთი, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს კონფლიქტში, იდლიბის პროვინციაში ერთობლივად ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვას. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მარტში, რასაც სირიის მთავრობის არმიის შეტევის შეჩერება მოჰყვა, ეს იყო ყველაზე სისხლიანი იერიში იდლიბში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG