Accessibility links

site logo site logo

კალათბურთელ გიორგი ცინცაძის პასი მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო გადაცემად დასახელდა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე მსოფლიოს ბოლო ათწლეულის საუკეთესო პასის ავტორი გახდა.

34 წლის გამთამაშებელმა მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIBA) ოფიციალურ ვებსაიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში შვიდ კონკურენტს აჯობა.

დეკადის საუკეთესო ასისტის ნომინაციაში FIBA-მ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე შესრულებული რვა პასი გამოარჩია, ინტერნეტ-მომხმარებლებს შეახსენა და სწორედ ხალხის გამოკითხვის შედეგად გამოავლინა გამარჯვებული.

ცინცაძის მიერ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ლიეტუვის ნაკრებთან მატჩში შესრულებულმა გადაცემამ, რომელიც თავის დროზე იმ ევრობასკეტის საუკეთესო პასად აღიარეს, FIBA-ის გამოკითხვის მეოთხედფინალში სერბი დუშან ბულუტის პასს აჯობა, ნახევარფინალში - ესპანელ მარკ გასოლს, ხოლო ფინალში - არგენტინელ ფაგუნდო კამპაცოს.

ფინალურ დაპირისპირებაში გიორგი ცინცაძემ საერთო ხმების 57,7 პროცენტი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG