რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაინფიცირებულ პირთან, გააუქმა დაგეგმილი ტურნე ბალკანეთში და თვითიზოლაციაში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს 27 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ 70 წლის სერგეი ლავროვი თავს კარგად გრძნობს.
28-29 ოქტომბერს სერგეი ლავროვი გეგმავდა ვიზიტებს ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბიაში.
ვირუსის გავრცელების მხრივ რუსეთი მსოფლიო პირველ ხუთეულში იმყოფება. ეპიდემიის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვი შეადგენს 1,5 მილიონზე მეტს. ეპიდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 26589 პაციენტი.
დაწერეთ კომენტარი