Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკოს-თან აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტების" სამი აქტივისტი - დაშავებულია ერთი


„ლეიბორისტული პარტიის" აქტივისტები ცესკო-ს შენობაში მოითხოვდნენ იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის არჩევნებში ხმის მისაცემად რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას. მოგვიანებით მათ კარვის გაშლა გადაწყვიტეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირების შემდეგ, როგორც „ლეიბორისტულ პარტიაში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, დაკავებულია პარტიის სამი წარმომადგენელი: სოფო და ანი გუგავები, ალექსი ბაღდასაროვი. პარტიის ინფორმაციით, კიდევ ერთმა აქტივისტმა დაზიანება მიიღო და კლინიკაში გადაჰყავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ედავებიან წვრილმან ხულიგნობას (166 მუხლი) და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173 მუხლი).

ცესკო-მ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა კიდევ 4 საათით, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე გადაწია.

გადასატან ყუთზე რეგისტრაცია გუშინ, 26 ოქტომბერს საღამოს, 22:00 საათზე უნდა დასრულებულიყო. ვადა გუშინდელი გადაწყვეტილებით 4 საათით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი კიდევ 4 საათით გახანგრძლივდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG