Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: პანდემია გადაივლის, თუმცა არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველია


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს 31 ოქტომბერს ჩანიშნულ აქციებზე მივიდნენ. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნები იმაზე უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე სავაჭრო ცენტრები, რომელსაც მოქალაქეები შეიძლება ყოველდღიურად სტუმრობდნენ.

"პანდემია გადაივლის, ვირუსს დავამარცხებთ, თუმცა, დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი მომავალი წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების", - თქვა გახარიამ.

საქართველოში არჩევნები კორონავირუსის პირობებში 31 ოქტომბერს ტარდება. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მხოლოდ ის ნაწილი შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში იყო რეგისტრირებული და ცესკოს დამატებით სიებში დარეგისტრირდა.

XS
SM
MD
LG