Accessibility links

site logo site logo

გერმანია მკაცრ საკარანტინო ზომებს აცხადებს, მერკელი ვითარებას "ძალზე სერიოზულს" უწოდებს


ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის საპასუხოდ გერმანია ნაწილობრივ „ლოკდაუნს“ შემოიღებს ერთი თვით, ახალი ზომების დაწესებას აპირებს საფრანგეთიც.

„ახლა უნდა ვიმოქმედოთ,“ განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ვითარებას „ძალზე სერიოზული“ უწოდა.

საგანგებო ზომების მიხედვით, 2-დან 30 ნოემბრის ჩათვლით დაიხურება ყველა რესტორანი, გასართობი ცენტრი, საკონცერტო დარბაზი, თეატრი და ფიტნეს კლუბი. მაღაზიები მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვის რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიაში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 14964 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე გასული კვირის მაჩვენებელი.

„თუკი დავიცდით, სანამ ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გაივსება, გვიან იქნება,“ თქვა ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

მთავრობები მთელს ევროპაში ამკაცრებენ ზომებს მას შემდეგ, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებამ პრობლემები შეუქმნა ჯანდაცვის სისტემას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ევროპაში 1,3 ახალი შემთხვევა დადასტურდა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში, რაც მსოფლიო მაჩვენებლის (2,9 მლნ) თითქმის ნახევარია.

წინა კვირის განმავლობაში გარდაიცვალა 11700 ადამიანი, რაც სიკვდილიანობის 37%-ით მატებას ნიშნავს.

28 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც აპირებს ახალი ზომების გამოცხადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG