Accessibility links

თურქეთმა განაცხადა, რომ განაგრძობს აზერბაიჯანის გვერდში ყოფნას


რეპეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი. 2020 წ. 25 თებერვლის ფოტო.

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ილჰამ ალიევმა დღეს ტელეფონით ისაუბრეს მთლიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება.

„ილჰამ ალიევმა ერდოანს და თურქ ხალხს მიულოცა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 97-ე წლისთავი,“ ნათქვამია განცხადებაში.

„ერდოანმა პირობა მისცა ალიევს, რომ თურქეთი განაგრძობს აზერბაიჯანის გვერდში ყოფნას,“ იტყობინებიან თურქული წყაროები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG