Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: healthmetrics-ის მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს


დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჯანდაცვის გაზომვათა ინსტიტუტის“ მონაცემებით, საქართველოში პირბადეს მოსახლეობის 55% იყენებს. თუმცა, მისი თქმით, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი COVID-19-ის გავრცელების ეფექტიანი პრევენციისათვის და არ არის გამორიცხული, რომ პირბადის ტარება ყველა სივრცეში სავალდებულო გახდეს:

„ჩვენი მიზანია 95%. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე აღინიშნა, რომ შესაძლოა, პირბადის გამოყენება ყველგან, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მანდატორული გახდეს. თუკი ჩვენ ავალთ 95%-ზე, ვნახავთ, რომ სერიოზულად დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი“.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდში, გაზრდილია პირბადის მოხმარების მაჩვენებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG