Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფად იზრდება, მილიონობით ევროპელი იზოლაციის რეჟიმს უბრუნდება


აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდი დამყარდა ბოლო 24 საათში აღრიცხულ ინფიცირებულთა რიცხვი გასცდა 91 ათასს. ქვეყანაში კვლავ ვრცელდება კოვიდ-19, როგორც თეთრი სახლის მიზნობრივი ჯგუფი აცხადებს, „შეუპოვრად“.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 29 ოქტომბერს ახალ შემთხვევათა რიცხვი 91295 იყო. წინა რეკორდი 85 ათასს უდრიდა. მთლიანად, შტატებში, პანდემიის დასაწყისიდან, რეგისტრირებულია 8,9 მილიონი შემთხვევა და 228 ათასი დაღუპული, რაც უდიდესი რიცხვია მსოფლიოში.

CNN-ს მოჰყავს თეთრი სახლის კორონავირუსის მიზნობრივი ჯგუფის მიმართვა შტატების მთავრობებისადმი, რომ ვირუსის გავრცელების ძალიან სწრაფი ტემპის გამო უნდა მიმართონ აგრესიულ ზომებს, რათა შეაჩერონ გამრავლება.

როიტერსის სააგენტოს მოჰყავს ბრაუნის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დეკანის, აშიშ ჯჰას შეფასება, რომ „ახლა აშშ-ში ვითარება ძალიან, ძალიან ცუდია“.

კორონავირუსის ახალი შემთხვეების დიდმა რაოდენობამ აიძულა ევროპის ქვეყნები, კვლავ შემოეღოთ შეზღუდვები. საფრანგეთში ახლახან გამოცხადდა გადაადგილების და შეკრების შეზღუდვის ზომების შესახებ. გერმანია 2 ნოემბრიდან შემოიღებს ანალოგიურ შეზღუდვებს. ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს კომენდანტის საათი და ისევე როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში, დახურულია რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და თავშეყრის სხვა ადგილები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG